ალდაგი ბისიაი იმერეთის რეგიონში კლინიკების მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს
11.08.2010
/
დაზღვევა
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ერთდროულად რამდენიმე კლინიკების მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. ალდაგი ბისიაი 6 კლინიკის აშენებას გეგმავს. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
FitchRatings-მა თიბისი ბანკის B+ რეიტინგი დაადასტურა
10.08.2010
/
ფინანსები
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings-მა ქართული ბანკების 2010 წლის რეიტინგები გამოაქვეყნა. სააგენტომ დაადასტურა თიბისი ბანკისადმი 2009 წელს მინიჭებული რეიტინგი და ბანკს კვლავ ,,B+" კატეგორია, პროგნოზი – სტაბილური მიანიჭა.
კომპანია „აი–ბი–ეს“–მა „მეგატექნიკის“ ინტერნეტ–მაღაზიის პროექტზე მუშაობა დაასრულა
10.08.2010
/
კომუნიკაციები
კომპანია „აი–ბი–ეს“–ის სპეციალისტების მიერ „მეგატექნიკას“ ინტერნეტ–მაღაზიის პროექტზე მუშაობა დასრულდა. ინტერნეტ–მაღაზია CMS–ის „1C-ბიტრიქსი: საიტის მართვა“ (რედაქცია „მცირე ბიზნესი“) ბაზაზე შეიქმნა.
დღეს, 14:00 საათზე, ვისოლი ბათუმში მომსახურების ახალ ცენტრს გახსნის. მომსახურების ცენტრი, რომელიც ქალაქის ცენტრში - რუსთაველის 41-ში განთავსდა, როგორც კორპორაციულ, ასევე კერძო პირებს მოემსახურება.
ვისოლმა გულშემატკივრებს ტორპედო ქუთაისის განახლებული გუნდი და სამომავლო გეგმები გააცნო
08.08.2010
/
ღონისძიება
7 აგვისტოს ვისოლის ”ტორპედო ქუთაისის” გულშემატკივრებს 1 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისს" უპირველეს ყოვლისა ისტორიული სახელი დაუბრუნა და მისი განვითარებისათვის ყოველწლიურად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
ქ. ზუგდიდში, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ახალი თხილის ქარხანა გაიხსნა, სადაც 180 ადამიანი დასაქმდა. ქარხანა ქართულ-კანადური ინვესტიციით რამდენიმე თვეში აშენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
05.08.2010
/
ვაჭრობა
2010 წლის 5 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N31, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 12 288 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
რიკოთის საუღელტეხილო გვირაბზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
04.08.2010
/
ტრანსპორტი
რიკოთის საუღელტეხილო გვირაბზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: გვირაბის გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას; ჰიდროიზოლაციის სისტემის შეცვლას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას და საკანალიზაციო სისტემების განახლებას; ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით; გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.